მთავარი » 2014 იანვარი 6 » 2013 წლის ყველაზე წარმატებული კინოკომპანიები
1:07 PM 2013 წლის ყველაზე წარმატებული კინოკომპანიები | |
The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რამდენად წარმატებული წელი ჰქონდათ ჰოლივუდის უმსხვილეს კინოკომპანიებს. რეიტინგს სათავეში Warner Bros. უდგას $5.04 მილიარდით, ამხელა შემოსავალი კინოს ისტორიაში უკვე მეორედ დაფიქსირდა. პირველად ეს რეკორდი 2011 წელს სტუდია Paramount-მა მოხსნა.1. Warner Bros. – $5.04 მლრდ.სტუდიის ყველაზე წარმატებული სურათი გახდა Man of Steel (ფოლადის ადამიანი) $662.8 მილიონით. მეორე ადგილზეაგრავიტაცია (Gravity) $660.3 მილიონით, ხოლო მესამე ადგისლ ჰობიტი (The Hobbit: The Desolation of Smaug) იკავებს – $633.1 მილიონით.2. Disney — $4,73 მლრდ.2013 წელი Disney-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. შედარებისთვის 2011 წელს Disney-მ მხოლოდ $1 მილიადი გამოიმუშავა. აღნიშვნის ღირსია ისიც რომ თუ Warner Bros.-მა წლის განმავლობაში 19 ფილმი გამოუშვა Disney-მ ამხელა შემოსავლის მიღება მხოლოდ 10 ფილმით მოახერხა. Disney-ს საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: რკინის კაცი 3 (Iron Man 3) – $1.2 მილიარდი, მონსტრების უნივერსიტეტი (Monsters University) – $743.6 მილიონი, თორი 2 (Thor: The Dark World) – $629.9 მილიონი.3. Universal — $4,04 მლრდსტუდიის ყველაზე შემოსავლიანი პროექტები გამოდგა საზიზღარი მე 2 (Despicable Me 2) – $920.6 მილიონით და ფორსაჟი 6– $788 მილიონით,4. 20th Century Fox – $3,4 მლრდ.ქრუდსების ოჯახი – $587.2 მილიონი, სამურავი (The Wolverine) – $415.4 მილიონი, კერკეტი კაკალი 5 – $304.7 მილიონი.5. Sony — $3,01 მლრდ.სონის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გამოდგა სმურფები 2 – $347.6 მილიონით, სტუდიის იმედები ვერ გაამართლეს ფილმებმა დედამიწის შემდგომ (After Earth) და თეთრი სახლის შტურმმა, რის გამოც სტუდია საკმად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. თუმცა 2014 წელს სონი ტრიუმფალურად იწყებს, მალე ეკრანებზე გამოვა კაპიტანი ფილიფსი და აფიორა ამერიკულად (American Hustle), რომელთაც არა მხოლოდ დიდი ფინანსური შემოსავლის პოტენციალი აქვთ არამედ დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ ისეთ კონკურსებზე, როგორებიცაა ოსკარი და ოქროს გლობუსი.6. Lionsgate — $2,32 მლრდ.ლაიონგეითის კინოგაქირავების ჰიტი გახდა შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში, რომელმაც სტუდიას $802.3 მილიონი მოუტანა. აღნიშვნის ღირსია ასევე ფილმი სიცრუის ილუზია (Now You See Me), რომელმაც $351.7 მილიონის გამომუშავება შეძლო.7. Paramount — $2,32 მლრდ.მსოფლიო ომი Z – $540 მილიონი, Star Trek Into Darkness – $467.4 მილიონი, G.I. Joe: Retaliation – $371.9 მილიონი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |