მთავარი »
2013 » დეკემბერი » 30 » ქეითი პერი კრისტენ სტიუარტს ბოდიშს უხდის
10:14 AM ქეითი პერი კრისტენ სტიუარტს ბოდიშს უხდის |
რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა მსახიობის - კრისტენ სტიუარტის ფანები ქეითი პერის საქციელმა აღაშფოთა. როგორც აღმოჩნდა, საქმე კლასიკურ სასიყვარულო სამკუთხედთან გვქონდა - კრისტენთან დაშორების შემდეგ მსახიობ რობერტ პატინსონს ხშირად ხედავდნენ ქეითისთან ერთად. თუმცა, როგორც პერი ამბობს, ეს ის არ იყო რაც ხალხმა იფიქრა, თურმე მომღერალი უბრალოდ რობერტის დამშვიდებას ცდილობდა, კრისტენთან დაშორების შემდეგ. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ქეითიმ თავად უბიძგა რობერტს დაშორებისკენ, არწმუნებდა თითქოს პატინსოსი "უკეთესს იმსახურებდა". "რა სისულელეა, - აცხადებს მომღერალი - მე უბრალოდ ვცდილობდი მეგობრის გვერდით ვყოფილიყავი დაშორების შემდეგ. მე შემდეგ კრისტენს შეტყობინებაც გავუგზავნე: "ვიცი, რომ ამ სისულელეს ხედავ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენს მიმართ არასოდეს გამომიხატავს უპატივცემულობა, მე ასეთი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ ვცდილობდი რობერტთან დამეგობრებას, მაგრამ ეს არც ისე წარმატებულად გამომივიდა". ამჟამად ქეითი პერი ცდილობს აღარ გამოჩნდეს რობერტთან ერთად ფართო საზოგადოების წინაშე. მითუმეტეს, როდესაც თავად მომღერალს დატვირთული პირადი ცხოვრება აქვს - ის ახლახანს შეურიგდა ყოფილ ბოიფრენდს - მუსიკოსს ჯონ მეიერს. წყვილი თებერვალში დაშორდა და რამდენიმე კვირის წინ კვლავ შერიგდა. ქეითის თქმით, ის მიხვდა რომ კარგავდა ადამიანს, რომელიც ნამდვილად უყვარდა - "ასეთი რამ ძალიან ხშირად ემართებათ ქალებს, შეიძლება სრულიად წარმატებული იყო კარიერაში, მაგრამ პირად ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებდე". ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ქეითის და ჯონის სასიყვარულო ურთიერთობა.
|
კატეგორია: სიახლეები |
ნანახია: 569 |
დაამატა: rati
| რეიტინგი: 0.0/0 |