მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » მილა იოვოვიჩის რთული ხასიათი ჰქონია
12:38 PM
მილა იოვოვიჩის რთული ხასიათი ჰქონია
Milla Jovovich Cannes 2011.jpg
                                                                                                                                              ამ დღეებში, მოსკოვში ერთ-ერთ მოდურ ჩვენებაზე დასასწრებად მილა იოვოვიჩის დედა, საბჭოთა მსახიობი გალინა ლოგინოვა ჩავიდა და ჟურნალისტებმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. 
-ამ ჩვენებაზე ლამაზი სარაფნებია, მომეწონა. ერთ სარაფანს მილას წავუღებ რუსეთიდან, იქნებ ნება იბოძოს და მაკოცოს მაინც (იღიმის). ჩემს შვილს რთული ხასიათი აქვს, ყველაფერი მის ხასიათზეა დამოკიდებული, არასდროს იცი, რომელი ფეხით ადგა დილას. 
შეიძლება მეც მომხვდეს, თუ თვალში გავეჩხირე. დღეს მილას სკაიპით ველაპარაკე და მითხრა, რომ ვუყვარვარ -ამას ხშირად არ მეუბნება.
-ალბათ ეს მისი დაძაბული გრაფიკის ბრალია.
-კვირაში ექვსი დღე, 12-12 საათი მუშაობს. ეს-ესაა ტოკიოდან დაბრუნდა -ერთი დღით გაემგზავრა იქ, ტოკიოს კინოფესტივალის გახსნაზე და დღეს ისევ სამუშაოში ჩაეფლო. 
-ალბათ ოჯახის ყველა წევრი გრძნობს მის ხასიათს.
-კი, ასეა. თუ რამე არ მოეწონა, გოგონასაც უბრაზდება (მილას ქალიშვილი ევა გაბოა, რომელიც ჰოლივუდელი რეჟისორის პოლ ანდერსონისგან ჰყავს -მთარგმ.). ძალიან მინდა, ჩემმა შვილიშვილმა რუსული ისწავლოს და ცოტ-ცოტას ვასწავლი. რუსულ სკოლაში შევიყვანეთ და ძიძებიც რუსები ჰყავს. 
მილას ამ დღეებში მართლაც ბევრი საქმე აქვს. გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში თავისი ქმრის პოლ ანდერსონის ახალ ფილმ "სამ მუშკეტერს" უწევს რეკლამირებას, რომელშიც მილედის როლი შეასრულა, სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სიახლე ჰქონდა. 
მილა კომპანია "კამპარის" ახალი სახე გახდა და ამ კომპანიის 2012 წლის ყოველწლიური კალენდრისთვის ფოტოები გადაიღო. მისი თემა აპოკალიფსია და კალენდარს ასეც ჰქვია: "ეს სამყაროს აღსასრულია, საყვარელო!" მილა სხვადასხვა სტიქიას განასახიერებს -მიწას, ცეცხლს, ჰაერს, წყალს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 609 | დაამატა: rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: