მსახიობი, რომელსაც არაერთხელ დასდეს ბრალი ბისექსუალობაში და არაერთხელ მოხვედრილა მართლმსაჯულების სამიზნეშიც, თურმე დედობაზე ფიქრობს. ''ცუდი გოგო'' 34 წლის მსახიობს სახელი გაუთქვა ''დაკარგულებში'' ნათამაშებმა როლმა. მერე კი იყო ''ფორსაჟი'', ''ბოროტების სამეფო'', ''ავატარი'' და ასევე ''მაჩეტე'', რომელიც ცოტა ხანში გამოვა ეკრანებზე. მიშელს პირადი ცხოვრებაც აქტიური აქვს. 2000 წელს შეწყვიტა ურთიერთობა მუსლიმან ბოიფრენდთან, რელიგიური უთანხმოების გამო. ''ფორსაჟის'' გადაღებებზე ვინ დიზელთან გააბა რომანი, ჯერ კიდევ 2001 წელს. მერე ჰოლი ბერის ახლანდელ ბოიფრენდ ოლივიე მარტინესს ხვდებოდა. დღესდღეობით მის გვერდით არ არის მამაკაცი. 2005 წელს ბისექსუალმა მსახიობმა კრისტანა ლოკენმა აღიარა, რომ როდრიგესთან ჰქონდა ურთიერთობა. ამ თემაზე კომენტარისას მიშელმა გამოაცხადა, რომ არ არის ლესბოსელი, თუმცა ექსპერიმენტები ორივე სქესთან ჩაუტარებია. მიშელს კანონთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა, დაუპატიმრებიათ მეზობელზე თავდასხმის, საგზაო წესების დარღვევის, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. ერთხელ მოტოციკლისტიც კი გაიტანა - კიდევ კარგი, დაზარალებული გადარჩა და სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა. სასჯელად მიშელი 48 საათით ჩასვეს ციხეში და საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დააკისრეს ნიუ - იორკის ორ მორგში. სამი თვე ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგანაც იკურნებოდა და შემდეგ გამოსაცდელი სამწლიანი ვადა მისცეს. ''მე და ვინ დიზელს ბევრი გვაქვს საერთო'' - მამაკაცებს ეშინიათ თქვენი ძლიერი ხასიათის?
- ვფიქრობ, მათ უფრო ჩემი ჭკუა აშინებთ. როგორც წესი, კაცებს არ მოსწონთ, თუ გოგონას აზროვნება შეუძლია. რეაქცია სავსებით სტანდარტულია: ''არა, ამას ვერ გავუმკლავდები. ჯობს პაემანზე აი, ის, უფრო მარტივი გოგო დავპატიჟო''.- დედობა გინდათ? - ვფიქრობ ამაზე, წლები კი მიდის. - რა არის პრობლემა? - მხოლოდ ჩემში არა! არც ერთ თაობას არ განუცდია ის, რაც ადამიანებს ახლა სჭირთ. ყველაფერი მეტისმეტად სწრაფად იცვლება და არავის არ აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შინაგანი ხმა თითქოს ჩამძახის: ''ყველაფერი ისე უცნაურია, უნდა მოიცადო, სანამ გახდება გასაგები, შეიძლება თუ არა შვილების გაჩენა ამ სამყაროში''.
|