მთავარი » 2013»დეკემბერი»28 » "ფორსაჟი შვიდი” პოლ უოკერის დაღუპვის რეალური კადრებით გამოვა (ვიდეო)
1:34 PM
"ფორსაჟი შვიდი” პოლ უოკერის დაღუპვის რეალური კადრებით გამოვა (ვიდეო)
„ფორსაჟი-7"-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, აღარ მოიფიქრონ ახალი სცენარი პოლ უოკერის გმირის დაღუპვისთვის და ფილმში ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული რეალური კადრები და ავარიის ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოიყენონ. სცენარში პოლ უოკერის გმირი მეგობართან ერთად მანქანაში ჩაჯდება და შემდეგ მოხდება ის, რაც მოხდა რეალურად: პროდუსერები დარწმუნებული არიან, რომ ფილმი არამარტო პატივს მიაგებს მსახიობის ხსოვნას, არამედ ფრანშიზის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში დაგეგმილი შეხვედრის მიხედვით, დაღუპული მსახიობის 7 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეიკრიბება ამ კვირას უოკერის გარდაცვალების ადგილას. ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსალოდნელია საცობების წარმოქმნა. გამოიკვეთა ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიც: ცნობილი გახდა, რომ პოლ უოკერის მეგობარი, რომელიც „პორშეს" საჭესთან იჯდა, შეჯახებისთანავე დაიღუპა, უოკერი კი რამდენიმე წუთით გვიან - მისი სიკვდილის მიზეზი ტრამვასთან ერთად დამწვრობაც გახდა. ცნობილი გახდა ერთი დეტალიც: შემთხვევის ადგილზე მისული უოკერის მეგობარი ნიუტ ვიმერი თავგანწირულად ცდილობდა, ალმოდებული მანქანიდან გადმოეთრია პოლ უოკერი და ამ მცდელობის დროს სერიოზული დამწვრობაც მიიღო. მან ხელიც კი გაარტყა მეხანძრეს, რომელიც მანქანიდან მის მოცილებას ცდილობდა. პოლ უოკერის იმ თაყვანისმცემლებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ უოკერი არ მომკვდარა, მსახიობის ოჯახის წევრებმა იმედი გადაუწურეს - მათ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მსახიობს ამ კვირაში დაკრძალავენ.